logo
ENG



"არა მილიციას" - 25 იანვარს, 15:00 საათზე შსს-სთან აქცია გაიმართება

25 იან 202201:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/25/7eadx4kbnfn3b5u.png

"არა მილიციას" - ამ ლოზუნგით 25 იანვარს, 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართება.

"დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ერთი პოლიციელი გამეტებით ურტყამს ყრუ-მუნჯ ადამიანს, ხოლო მეორე პოლიციელი, ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს.

ეს შედეგი მოაქვს დაუსჯელობის სინდრომს, ადამიანზე ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა არავის არ ეპატიება", - ნათქვამია განცხადებაში.

აქციას უერთდებიან ლელო საქართველოსთვის, ლელო ახალგაზრდული, სირცხვილია, გირჩი - მეტი თავისუფლება, დროა, შეცვალე.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყეს. 

მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.

პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.


close დახურვა